info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

პელის დღე საქართველოში 25.10.2023

 

ამერიკული ფირმა Pelican-ის ევროპული დანაყოფი Peli, როგორც პროფესიონალური ქეისების ყველაზე ცნობადი მწარმოებელი, ასევე ძალიან ცნობილი და მოთხოვნადია შენახვისა და გადატანის სპეციალური საშუალებებით, საავარიო და პროფესიონალური განათების მოწყობილობებით და ამასთანავე, სამოყვარულო და ტაქტიკური სანათებით. ჩვენი ღონისძიების ფარგლებში წარმოვადგინეთ არა მხოლოდ პროფესიონალური მაღალი გამძლეობის, არამედ ასევე, სამგზავრო, სპეციალური დაცული შენახვის, სათუთი აპარატურის გადატანის და ამასთანავე, ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ქეისები. სტუმრებს საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ეხილათ  PELI აღჭურვილობა და თვალსაჩინოდ დაენახათ მისი უპირატესობა. ძვირფასი ოპტიკა იქნება ეს თუ სამედიცინო მასალა, სამხედრო აღჭურვილობა თუ სანაოსნო ბარგი, აუცილებლად აირჩევა შესაბამისი Peli-ს ქეისი.